ცრუ ბრალდებებით და ჭორებით უნდათ მოსამართლეებს ჩემი გაჩუმება - ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 16:21 | 19.02.2018
ნანახია: 1544

ცრუ ბრალდებებით და ჭორებით უნდათ მოსამართლეებს ჩემი გაჩუმება, - ასე პასუხობს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ბრალდებებს, არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, იმასთან დაკავშირებით, თითქოს რუსულმა ორგანიზაციამ ანა დოლიძე დაიქირავა 2008 წელს ქართველი მეომრების მაკომპრომეტირებელი მასალების შესაგროვებლად.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული კანდიდატი ადასტურებს, რომ ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან 2008 წელს ნამდვილად თანამშრომლობდა.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობდა.

,,ორგანიზაცია, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული, რომლის ამოცანა არის და იყო, რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებების დარღვევისათვის. უმეტესი საქმეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთში ჩადენილი დარღვევებისათვის სწორედ ამ ორგანიზაციის წარმოებულია.

ეს არის ცილისმწამებლური კამპანია, რომლის მიზანია, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ მოსამართლეები ჭორაობენ და გავარჩიოთ ვიღაცის ჭორები,“-განაცხადა დოლიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე