თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი - მუსტაფა ემრე ჩაბუქი

საქართველო, თბილისი - 16:14 | 19.02.2018
ნანახია: 1206

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი, -  განუცხადა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჟურნაილსტებს.

ის უახლოეს დღეებში პრესკონფერენციის ჩატარებას და დეტალებზე საუბარს გეგმავს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე ქალბატონ რებეკა ჰამსს. 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამომეწურა დღეს. მე ვარ მასწავლებელი და ვარ შეყვარებული განათლებაზე.

15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ რომ პრინციპით რომ ბავშვებში იყოს ჩანერგიილ სიყვარული, მეგობრობა და მშვიდობა. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ჩხუბის, ტერორიზმის. საქართველოში ათასობით მეგობარი და მოსწავლე მყავს და ჩვენი აქ მოღვაწეობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. მთავრობისგან, სახელმწიფო მოხელეებისგან, განათლების სამინისტროსგანაც ჩემი საქმიანობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. ლეგალურად თუ არალეგალურად ვერცერთი ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე ვერ ვიქნები,“ - განაცხადა ჩაბუქმა.

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე