ჩაბუქი გათავისუფლებულია განუსაზღვრელი ვადით, საექსტრადაციო პროცედურების დარსულებამდე - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 15:11 | 19.02.2018
ნანახია: 1163

ჩაბუქი გათავისუფლებულია განუსაზღვრელი ვადით, საექსტრადაციო პროცედურების დარსულებამდე, - განმარტა რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

,,პატიმრობის ნაცვლად ბრალდების მხარე 10 ლარიან გირაოს ითხოვდა. ჩვენ რა თაქმა უნდა, ამას არ დავეთანხმეთ. გირაოს კი არა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველიც არ იყო მისი პიროვნებიდან გამომდინარე.  ჩაბუქი გათავისუფლებულია განუსაზღვრელი ვადით, საექსტრადაციო პროცედურების დარსულებამდე. ექსტრადირების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის არც დადებითად და არც უარყოფითად. სასამართლოს ჯერ ჩვენი პოზიციაც კი არ მოუსმენია, რადგან დრო არ ეყო. 1000 ლარი 14 დღის განმავლობაში უნდა შევიტანოთ",- განაცხადა ჩაბუქის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ.

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე