კიევში, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, მარში მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 18.02.2018
ნანახია: 921

კიევში, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ოპოზიციის მომხრეთა მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ექს-პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებასაც აპროტესტებენ.

მარშის გამო, ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევის ცენტრისკენ მისასვლელი რამდენიმე მეტროსადგური ჩაკეტილია. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მეტროსადგური დანაღმულია, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს მხდალი ხელისუფლების მორიგი სვლაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აქციაზე მომიტინგეთა მისვლას შეუშალოს ხელი.

მარში შევჩენკოს პარკიდან უნდა დაწყებულიყო და მაიდანზე აქციით გაგრძელებულიყო, თუმცა მეტროსადგურების ბლოკირების გამო, ორგანიზატორებმა აქციის ჩატარების ადგილი შეცვალეს და მხარდამჭერებს მიხაილოვის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე