გათხრითი სამუშაოებისას უსაფრთხოების ბადეებით შემოფარგვლა კომპანიებს დაევალათ

საქართველო, თბილისი - 18:02 | 20.11.2015
ნანახია: 1760

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წინადადების საფუძველზე, ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემულ სანებართვო დოკუმენტაციაში 2015 წლის 15 ნოემბრიდან  შევიდა ცვლილებები.

ახალი  რეგულაციის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციას დაემატა დანართი#2-ში გათხრითი სამუშაოებისას უსაფრთხოების ბადეებით შემოფარგვლა და ასევე კომპანიებს დაევალათ სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები აცნობონ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახის გათხრით სამუშაოებს აწარმოებს, ვალდებულია დაიცვას სანებართვო პირობები და უსაფრთხოების წესები, კერძოდ მოხდეს ობიექტის ბადეებით შემოფარგვლა. რაც შეეხება ბადეების ფორმას, ზომასა და სხვა მახასიათებლებს, არ განსაზღვრავს მერია და ამაზე ზრუნავს თავად კომპანია.

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის შემაერთებელი გზის მიმდებარედ არსებულ ობიექტზე ერთ-ერთი კომპანია სწორედ ხაზობრივი ნაგებობების გათხრით სამუშაოებს აწარმოებს, სამუშაოების დაწყება სანებართვო პირობების გათვალისწინებით ეცნობა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოახდინეს შემოფარგვლა ობიექტის უსაფრთხოების ბადეებით.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ამ მიმართულებით ყოველდღიურ მონიტორინგს ატარებს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დაემორჩილონ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის - 1523 მუხლით“ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

საჯარიმო სანქციები ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე