3 წლის გოგონა, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელებს სეირნობის შემდეგ ქუჩაში დარჩათ, გაიყინა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 16.02.2018
ნანახია: 1026

მოსკოვის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელებმა ბავშვები დილის 9 საათზე ქუჩაში სასეირნოდ გაიყვანეს. რამდენიმე ხნის შემდეგ აღსაზრდელები შენობაში დააბრუნეს და სასაუზმოდ გაუშვეს. მაგრამ ერთ-ერთმა პედაგოგმა შენიშნა, რომ ერთი 3 წლის გოგონა შენობაში არ იმყოფებოდა.

მასწავლებელი ძიძასთან ერთად ბავშვის ძებნას ქუჩაში შეუდგა. გოგონა თოვლში იწვა და სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლო.

ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

სავარაუდოდ, სეირნობის დროს გოგონა შეუძლოდ გახდა, დაეცა და გაიყინა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე