14 წლამდე პირებში დანაშაულის ჩადენამ იმატა, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ უნდა დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:23 | 16.02.2018
ნანახია: 904

14 წლამდე პირებში დანაშაულის ჩადენამ იმატა, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ უნდა დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, უწყება მუშაობს სხვა გამოსავალზეც.

"14 წალმდე პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ პირებში გარკვეულწილად დანაშაულმა მოიმატა და საუბარია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე და საბედნიეროდ, ძალადობრივ დანაშაულზე მატება არ გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოვაცხადოთ ერთადერთ გამოსავლად, ამ პრობლემის მოგვარების. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სოციალურ სამსახურებთან ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებთან ერთად, იმაზე, რომ ცოტა სხვა მიმართულებით წავიდეთ, ვიმუშაოთ პრევენციაზე, შევთავაზოთ გარკვეული სერვისები ისეთ მოზარდებს, რომლებიც სოციალური ქცევით ხასიათდებიან", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე