მოსახლეობის საყურადღებოდ: არ შეიძინოთ დაუფასოებელი, არაეტიკეტირებული სუნელ-სანელებლები

საქართველო, თბილისი - 14:08 | 16.02.2018
ნანახია: 1088

მოსახლეობის საყურადღებოდარ შეიძინოთდაუფასოებელიარაეტიკეტირებული სუნელ-სანელებლებისაქართველოსკანონმდებლობით აკრძალულიადაუფასოებელი სუნელების რეალიზაცია!

Eco-LIFE Consulting-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საშიში სუნელ-სანელებლების თემა დღემდე აქტუალობას არ კარგავს. მიუხედვად იმისა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებით 9 თებერვლიდან დაუფასოებელი და არაეტიკეტირებული სუნელების გაყიდვა აიკრძალა, იგი დღემდე გვხვდება არა მარტო გარევაჭრობის ადგილებში, არამედ დიდ სუპერმარკეტებშიც. სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის ამ ცვლილების შესახებ. მოვუწოდებთ მომხმარებლებს, არ შეიძინონ დაუფასოებელი, ე.წ. „წონის სუნელები“, რომლებსაც არ გააჩიანთ ეტიკეტი. გაითვალისწინეთ, ახალი დადგენილებით, დაუფასოებელი და არაეტიკეტირებული სუნელები ექვემდებარება ქსელიდან ამოღებას და განადგურებას!
მომხმარებლების საყურადღებოდ:
9 თებერვლიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის #73-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც სუნელ-სანელებლების წარმოება-გადამუშავებისა და რეალიზაციის პირობები შეიცვალა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს აეკრძალათ სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაცია. კანონმდებლობა მათ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში აძლევს ამის ნებას, თუ სუნელების დაქვა უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ ხდება. 
რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს ეკრძალებათ დაუფასოებელი სუნელების რეალიზაცია. ახალი დადგენილებით, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულყოფილად ეტიკეტირებული სუნელ-სანელებლის გაყიდვაა ნებადართულია. ამავდროულად, მათაც კერძო პირების მსგავსად, მხოლოდ მომხმარებლის თვალწინ დაფქული დაუფასოებელი სუნელების რეალიზაციის ნება აქვთ. 
მნიშვნელოვანია, რომ ამ წესების დარღვევით ბაზარზე უკვე განთავსებული სუნელები ექვემდებარება ქსელიდან ამოღებას და განადგურებას. 
ბიზნეოპერატორებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული რეგულაცია ამოქმედდა და ძალაშია მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე