უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არ არის ქურდული სამყაროს წევრი - შსს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 16.02.2018
ნანახია: 963

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლითაც კიდევ უფრო ეფექტური ხდება ბრძოლა ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ, მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა.

„სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის ქურდული სამყაროს წევრი, არის მცდარი. სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო“, – აცხადებენ შსს-ში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე