ემნ-ის ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ტენდერის გარეშე იგეგმება

საქართველო, თბილისი - 11:34 | 16.02.2018
ნანახია: 792

,,ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მერია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის ერთ კონკრეტულ კომპანიასთან ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. განკარგულება დედაქალაქის მერმა გამოსცა.

,,ნაცვლად იმისა, რომ თბილისელებისთვის დაიხარჯოს ეს თანხა, ვხედავთ ისევ კორუფციას, ისევ ერთ პირთან მოლაპარაკებას, შემდეგ ვინ ღებულობს ამ ტენდერს-ვხედავთ. ამას იღებენ ,,ქართული ოცნების“ შემომწირველები ან მაღალი თანამდებობის პირები.“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის ინფორმაციით, კალაძის განკარგულება გიორგი კვირიკაშვილს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. ,,ნაციონალური მოძრაობა“ მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

ოპოზიცია მოუწოდებს პრემიერს განკარგულებას ხელი არ მოაწეროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე