დღეს ბერლინის 68-ე საერთაშორისო კონოფესტივალი იხსნება

საქართველო, თბილისი - 12:43 | 15.02.2018
ნანახია: 1209

დღეს ბერლინში საერთასორისო კინოფესტივალი ბერლინალე გაიხსნება. ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ წელს ძირითად ნომინაციაზე სხვადასხვა ქვეყნის 26 ფილმი მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო კინოფესტივალს წელს სათავეში უდგას  საკულტო ფილმის „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“-ს ავტორი ტომ ტიკვერი. მას გამარჯვებულების გამოვლინებაში დაეხმარებიან ხუთი კინემატოგრაფისტი. მსახიობი სესილ დე ფრანსი (ბელგია), ფოტოხელოვანი ჩემო პრადო (ესპანეთი), პროდიიუსერი ადელ რომანსკი (აშშ), კომპოზიტორი რუიტი საკამოტო (იაპონია) და კინოკრიტიკოსი სტეფანი სახარეკი (აშშ).

პირველად ბერლინალეს ისტორიაში ფესტივალს გახსნის ანიმაციური ფილმი -„ძაღლთა კუნძული“. ეს არის ამერიკელი რეჟისორის უესა ანდერსონის ახალი ნამუშევარი, მასში როლებს ახმოვანებენ ბილლ მიურეი, ტილდა, სუინტონი და იოკო ონო.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე