საქართველოში ან უნდა იყოს ივანიშვილი ან უნდა ვიყო მე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 00:35 | 15.02.2018
ნანახია: 1861

„მათ ჩემი ეშინიათ. ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკოსებზე უკეთესად იცის, რომ ჩემი და მისი საქართველოში ერთად გაჩერება შეუძლებელია. ან უნდა იყოს ის, ან უნდა ვიყო მე, მაგას წყალი არ გაუვა,“- ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, თუ მისი ექსტრადირება მოხდებოდა უკრაინიდან საქართველოში, მაშინ ივანიშვილს მოუწევდა საქართველოს დატოვება.

„თუ მე აღმოვჩნდებოდი საქართველოში, მას საქართველოს დატოვება მოუხდებოდა, ან მას მოუხდებოდა იმ საკანში ჩაჯდომა, სადაც ან მე ჩამსვამდნენ მაქსიმუმ, რამდენიმე კვირით, ან სადაც უზის ვანო ან ბაჩო,“- განაცხადა ,,რუსთავი 2''-თან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ვარშავიდან ჰოლანდიაში გაემგზავრა. მას ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე