„მიგრაცია’’ - ქართველი ახალგაზრდები ნიუ-იორკში საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღებენ მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 18:30 | 14.02.2018
ნანახია: 1909

15 თებერვლის, ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ უწევს ორგანიზებას და მოსწავლე ახალგაზრდები მიემგზავრებიან დელეგატის სტატუსით ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

კონფერენციაზე მოსწავლე-ახალგაზრდები იმუშავებენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე და რეზოლუციის ფარგლებში იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე საერთაშორისო ჭრილში.

გაეროს შტაბ ბინიდან განხორციელდება ტელეხიდი თემაზე „მიგრაცია’’.

სწორედ ამ თემაზე, 21 თებერვალს საქართველოს საელჩო ვაშინგტონში  სტუმრობს გამოფენას „მიგრაცია’’, რომლის თემაზეც გამოიფინება ახალგაზრდა დიპლომატების, ნინისა და დიმიტრის  ფერწერული ნამუშევრები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული კუთხე. წარმოდგენილი იქნება მხატვარ გრაფიკოსის თეა გუნთაიშვილის ქართული ხელნაკეთი თოჯინები. სპეციალურად გამოფენისთვის მოდის სახლმა „მარიგოლდმა'' შექმნა ქართული კოლექცია, რომლის ჩვენებაც გაიმართება და კოლექციას მოირგებენ ახალგაზრდა ქართველი დელეგატები.

გამოფენას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო და არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე