იტალიაში 83 წლის პენსიონერის სახლის ძარცვისას 25 წლის ქართველი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:07 | 14.02.2018
ნანახია: 965

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში 83 წლის პენსიონერის სახლის ძარცვისას 25 წლის ქართველი დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, ბოროტმოქმედმა სახლიდან დაუდგენელი ღირებულების ძვირფასეულობა და სამკაული მოიპარა.

25 წლის ქართველი სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, გამოძიება ამტკიცებს, რომ მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე