გლდანის გამგეობის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

საქართველო, თბილისი - 17:52 | 14.02.2018
ნანახია: 957

გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს „სისხლის ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გამგეობის თანამშრომლების მხრიდან, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ გაცემას ისახავს მიზნად. 

მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან და ბიუროების წევრებთან ერთად, აქციაში - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიიღეს მონაწილეობა.

„სისხლის ბანკი“ სისხლითა და მისი კომპონენტებით საქართველოს მასშტაბით, 40-ზე მეტ კლინიკას ამარაგებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე