დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან შვილის პანაშვიდზე გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 17:49 | 14.02.2018
ნანახია: 803

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით, ბაგრატიონის ქუჩაზე იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის მისი შვილის ცხედარი ასვენია. 

ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს.

გუგეშაშვილის მეგობრის, სამსონ ბრეგვაძის ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დოდო გუგეშაშვილის შვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უთხრეს.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, გუგეშაშვილის ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე