დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 14.02.2018
ნანახია: 1611

დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ უკვე შეატყობინეს.

გუგეშაშვილის მეგობრის, სამსონ ბრეგვაძის ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დოდო გუგეშაშვილის შვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უთხრეს.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება და შვილის პანაშვიდზე ის არ გადაუყვანიათ.

„ვუთხარით შვილის გარდაცვალების ამბავი. ჯერ კლინიკაშია და დატოვებს თუ არა საავადმყოფოს, არ ვიცით, ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია“, - განაცხადა ბრეგვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე