აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა არის ძალიან მყარი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:09 | 14.02.2018
ნანახია: 990

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძალიან მყარი, არის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იმ ცვლილებების და რეფორმების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ეს იძლევა ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს",- ასე აფასებს აშშ-ში ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

მისი თქმით, 2017 წელი იყო შესანიშნავი წელი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და მუშაობა ასეთი ტემპით უნდა გაგრძელდეს.

„მყარ მხარდაჭერაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც შედგა ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა ჩვენ შეხვედრა სენატორებთან, კონგრესმენებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, სხვა მხარდამჭერებთან ჩვენი ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძალიან მყარი, არის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იმ ცვლილებების და რეფორმების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ეს იძლევა ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. 2017 წელი იყო, ნამდვილად, შესანიშნავი წელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და ასეთი ტემპით გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე