ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად 30 მიგრანტი დაიღუპა და 100 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 14.02.2018
ნანახია: 1080

სულ მცირე 30 მიგრანტი დაიღუპა დასავლეთ ლიბიაში მასშტაბური ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში, რომელიც ქალაქ ბენი ვალიდის მაგისტრალზე მოძრაობდა, სამასამდე მიგრანტი იმყოფებოდა. ისინი ძირითადად სომალიდან და ერითრეადან იყვნენ. დაშავდა კიდევ 100 ადამიანი.

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი გადაბრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე