თბილისში, სკოლის შენობიდან მოსწავლე გადახტა

საქართველო, თბილისი - 15:25 | 14.02.2018
ნანახია: 1145

თბილისში, მე–17 სკოლის შენობის მეორე სართულიდან პირველკლასელი მოსწავლე გადახტა. 

,,ნეტგაზეთის" ინფორმაციით, 6 წლის ბიჭი ტუალეტში ჩაიკეტა, კარი ვერ გააღო და ფანჯრიდან გადახტა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

მე-17 სკოლაში აცხადებენ, რომ ბავშვი თავის ნებით გადახტა, რადგან კარი ვერ გააღო და გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ფაქტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ მოსწავლე კარგადაა და მას გამოკვლევები იაშვილის კლინიკაში უტარდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე