სალვადორ დალის უცნობი ნამუშევრები აუქციონზე გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 15:26 | 14.02.2018
ნანახია: 1452

სალვადორ დალის აქამდე უცნობი ნამუშევრები, რომლებიც კერძო კოლექციაში ინახებოდა, აუქციონზე გაიყიდება.

1930-იანი წლების ნახატები არგენტინელმა გრაფინიამ კუევას დე ვერამ შეიძინა. დღემდე ისინი საოჯახო კოლექციაში იყო დაცული.

დალის ხელოვნების ნიმუშები 28 თებერვალს ლონდონის Sotheby's-ის აუქციონზე იქნება წარმოდგენილი.

ტილოები დალის ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება. ერთ-ერთი ნახატი 1931 წელს არის შექმნილი, მეორე კი  -1932 წელს.  

ორივე ნახატი 1,1 – 1,3 მლნ ევროდ არის შეფასებული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე