კარნავალის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში 40 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 14.02.2018
ნანახია: 763

ბოლივიაში კარნავალის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია. დაშავებულია კიდევ 124 ადამიანი. ქვეყნის შს მინისტრის კარლოს რომეროს თქმით, გაძლიერებული კონტროლის მიუხედავად, მსხვერპლის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, 16 ადამიანი, რომლებიც კარნავალზე დასასწრებად მიდიოდნენ, საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა, კიდევ 24 კი - კარნავალის გამართვის ადგილთან ახლოს გაზის ბალონის აფეთქების შედეგად.

მედიის ცნობით, ბოლივიაში ფოლკლორული კარნავლის დროს ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღუპება. 2017 წელს 54, 2016 წელს კი - 52 ადამიანი გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე