მერკელი სირიის საკითხთან დაკავშირებით დიალოგში ბაშარ ასადის ჩართვის მომხრეა

საქართველო, თბილისი - 12:12 | 24.09.2015
ნანახია: 2268

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით დიალოგში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჩართვის მომხრეა. ამის შესახებ მიგრაციის კრიზისის შესახებ ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ბევრ მონაწილესთან, მათ შორის ასადთანაც უნდა ვისაუბროთ, ასევე არამხოლოდ აშშ-სთან და რუსეთთან, არამედ ისეთ საჭირო რეგიონალურ პარტნიორებთან, როგორიცაა ირანი, სუნიტური ქვეყნები, საუდის არაბეთი“, - აღნიშნა მერკელმა პრესკონფერენციაზე.

მანამდე აშშ-ის სახელმიწფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადადგომის „აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარებათ“, თუმცა აღიარებენ, რომ ეს საკითხი ყველა მხარის მონაწილეობით უნდა განიხილებოდეს.

თავად ასადმა განაცხადა, რომ პოსტს მხოლოს ხალხის ნების შედეგად დატოვებს და არა ოფიციალური ვაშინგტონისა და გაეროს მოთხოვნით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე