ბელგიაში მამლებს მოქალქეებისთვის სიმშვიდის დარღვევის გამო იჭერენ

საქართველო, თბილისი - 14:49 | 14.02.2018
ნანახია: 832

ბელგიის ქალაქ მუსკრონის ხელისუფლებამ ქალაქის პარკში მამლებისა და ქათმების დაჭერა დაიწყო, რომლებიც მეზობელი სახლების მცხოვრებელბს სიმშვიდეს ურღვევდნენ.
მედიის ცნობით, ხელისუფლებამ მსგავსი ზომები მოქალაქეების თხოვნით მიიღო. ისინი რეგულარულად ჩიოდნენ იმის გამო, რომ მამლების ყივილი მათ ძილს გამუდმებით უფრთხობდა.

ქალაქის პარკში მამლები და ქათმები მას შემდეგ მომრავლდნენ, რაც მუსკორნის გარეუბნების მცხოვრებლები შინაურ ფრინველებს პარკში ტოვებდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე