დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია - ექიმი

საქართველო, თბილისი - 14:25 | 14.02.2018
ნანახია: 858

ამ დღეების განმავლობაში [დოდო გუგეშაშვილის] მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, გონზეა, კონტაქტურია და ადეკვატურია, - ამის შესახებ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილს რამდენიმე საათში შვილის ცხედართან მიიყვანენ. 

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად სტაბილურია. ის დელიკატური საკითხი და ემოციური ფონი, რაც შეიძლება დაღუპული შვილის თემის განხილვას ახლდეს, ყველა სახის ქმედება რაღაც სახის რისკებს ბუნებრივია, უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მზად ამისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სახლში გადაყვანა, სადაც ნოდარ გუგეშაშვილია დასვენებული, შესაძლებელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე