ოდესის მერი კიევის აეროპორტში დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 14.02.2018
ნანახია: 1300

ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატი მუსტაფა ნაიემი Facebook-ის გვერდზე წერს.

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ტრუხანოვი ოდესის ბიუჯეტიდან თანხის მოპარვაშია ბრალდებული.

საუბარია ქარხანა „კრაიანის“ ადმინისტრაციული შენობის გაყიდვაზე. 2016 წლის დასაწყისში ის 410 ათას დოლარად გაყიდეს, აგვისტოში შენობას სხვა მისამართი მიანიჭეს და კვლავ 148 ათას დოლარად გაასხვისეს, დეკემბერში კი ახალმა მფლობელმა ოდესის მერიას 6,8 მლნ დოლარად მიყიდა.

გასული წლის შემოდგომაზე მერიაში და ტრუხანოვის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ამის გარდა ქალაქის მერს სხვა საქმეებშიც ადანაშაულებენ. თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თვეზე მეტია სამსახურში არ ცხადდება და ამბობს, რომ შვებულებაში იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე