ბრიტანელმა ბიტკოინისა და ტრამპის მომავალი იწანასწარმეტყველა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:42 | 14.02.2018
ნანახია: 1171

ბრიტანელმა სიცრუის დეტექტორზე ბიტკოინისა და პრეზიდენტ ტრამპის მომავალი იწანასწარმეტყველა, ასევე „დროში მოგზაურმა“ კლიმატის შეცვლაზე და სამყაროს მომავალზეც ისაუბრა.

 იუთუბი-ზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ბიტკოინის მომავალს წინასწარმეტყველებს. ასევე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საუბრობს და იძლევა პასუხებს სხვა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ბრიტანელი მამაკაცი ამტკიცებს, რომ მოვიდა 2030 წლიდან, სადაც ბიტკოინები ზრდას განაგრძობენ და უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე ახლა. ამის მიუხედავად ეროვნული ვალუტა ისევ მოქმედებს და არსად გამქრალა.

წინასწარმეტყველის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ, ხოლო 2030 წელს ამერიკის სათავეში იქნება ვინმე ილანა რემიკე. მედიუმი ასევე ამბობს, რომ კლიმატი შეიცვლება და ევროპა უფრო ცივი გახდება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში საგრძნობლად დათბება. ის ასევე მოსახლეობას აფრთხილებს რომ იბატონებს ხელოვნური ინტელექტი. ამ დროისთვის ბიტკოინებმა კვლავ ზრდა აჩვენა, კურსის ვარდნის შემდეგ მან კვლავ აიწია და 8 ათას დოლარს მიაღწია.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე