გორში მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 14.02.2018
ნანახია: 860

გორის ცენტრში 30 წლამდე მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. ის ამ წუთებში პოლიციელების კითხვებს პასუხობს.

დაჭრილს ამ დროისთვის ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცს გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული.

ცნობისთვის, ის გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში, სტალინის გამზირზე გამვლელებმა შენიშნეს. მათვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე