ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინთან შეხვედრის შესახებ სიცრუის გამო გადადგა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 14.02.2018
ნანახია: 880

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალბე ზეილსტრა თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ იცრუა.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატების მოთხოვნით განმარტების მისაცემად იმყოფებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ზეილსტრამ ცრემლები ვერ შეიკავა.

2017 წლის მარტში წინასაარჩევნო კაპმანიის დროს, ზეილსტრა ამტკიცებდა, რომ 2006 წელს პირადად მოისმინა პუტინის საუბარი რეგიონალური ექსპანსიის გეგმებისა და „დიდი რუსეთის“ შექმნის შესახებ. როგორც  Financial Times-ი ამტკიცებს, იმ დროს ზეილსტრა კონტრაქტით ენერგეტიკის ჯგუფ Shell-თან მუშაობდა.

ერთ-ერთ ჰოლანდიურ გაზეთთან ინტერვიუში მინისტრმა აღიარა რომ იცრუა და პუტინთან შეხვედრაზე იმ დროს არ იმყოფებოდა. ზეილსტრას თქმით, ის ცდილობდა დაეცვა თავისი ინფორმაციის წყარო - ადამიანი, რომელიც იმ დროს იმ შენობაში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი სიტყვები გაისმა.

მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას აღიარა, რომ თავის პოლიტიკურ კარიერაში უდიდესი შეცდომა დაუშვა. თუმცა აღნიშნა, რომ პუტინმა 2006 წელს ეს სიტყვები ნამდვილად თქვა.

ზეილსტრას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე