იაპონიაში უხვთოვლიანობას 15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 14.02.2018
ნანახია: 848

15 ადამიანი დაიღუპა და 222 დაშავდა ჩრდილოეთ იაპონიასა და იაპონიის ზღვის სანაპიროებზე უხვთოვლიანობის გამო.

სტიქიამ ყველაზე მეტად სამი პრეფექტურა ფუკუი, ნიიგატე და ტოიამა დააზარალა.

უმეტესად გარდაცვალების მიზეზი თოვლიან გზებზე დაცემა და სახურავებიდან თოვლის წმენდის დროს გადავარდნა გახდა. მოსახლეობა შიშობს, რომ თოვლის სიმძიმე სახლის სახურევაბს ჩაანგრევს, ამიტომ იძულებულია ისინი თოვლისგან თავისი ძალებით გაწმინდოს.

ფუკუიში თოვლისსიმაღლემ 2,78 მეტრი შეადგინა, ნიიგატეში - 2,5 მ, ტოიამაში კი 60 სანტიმეტრს გადააჭარბა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე