ცხენირემთან შეჯახების შედეგად ვერტმფრენი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 14.02.2018
ნანახია: 1032

ამერიკის იუტას შტატში ვერტმფრენი ცხენირემთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკიპაჟის ორმა წევრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი ლოსს დასაჭერად მისდევდნენ ბუნების რესურსების სამმართველოს ერთ-ერთი პროგრამის განსახორციელებლად.

ოპერაციის დროს ცხენირემი ვერტმფრენს გამოედო, რომელიც 3 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.  

სამმართველოს წარმომადგენელთა თქმით, ყოველ ზამთარს ასობით ცხენირემს იჭერენ და ასეთი რამ არასდროს მომხდარა. გავრცელებული ცნობით. ცხენირემი დაიღუპა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე