ვულკანზე ასვლისას ამერიკელი დიპლომატი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:12 | 14.02.2018
ნანახია: 959

მექსიკაში ამერიკის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომელი ვულკან ორისაბაზე ასვლის დროს დაიღუპა.

ორისაბაზე ორი ამერიკელი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი პუებლის შტატის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა გადაარჩინა. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენებიც.

ამერიკის საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა გარდაცვლილის თანამდებობა არ დაუსახელებია.

ვულკანი ორისაბა მექსიკის ყველაზე მაღალი მწვერვალია. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 5,6 კილომეტრს შეადგენს.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე