სააკაშვილი უკრაინაში მიტინგების ორგანიზებას გააგრძელებს

საქართველო, თბილისი - 17:05 | 13.02.2018
ნანახია: 763

მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე  განაცხადა, რომ უკრაინაში მიტინგების ორგანიზებას გააგრძელებს და მოძებნის შესაძლებლობას ამ აქციებში მონაწილეობა თვითონაც მიიღოს.
„მე ჩემს მეგობრებთან ერთად ორგანიზებას გავუკეთებ უკრაინაში მასობრივ საპროტესტო აქციებს და ოლიგარქებს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით ჩამოვაშორებ. როდესაც ჩვენ მილიონი გავხდებით, მათ არავინ არაფერს კითხავს. ეს მოძრაობა გაფართოვდება. მე მოვძებნი მომენტს მას ფიზიკურად შევუერღდე უკრაინის ტერიტორიაზე,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.  

მან ასევე აღნიშნა, რომ ოჯახის მონახულებას აპირებს. „მაქვს გეგმები ჩემს ოჯახს შევხვდე ნიდერლანდებში, შემდეგ კი გადავაადგილდები მთელს ევროპაში და პოლიტიკური საქმიანობით დავკავდები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე