ერდოღანმა აშშ-ის მოუწოდა დაასრულოს თეატრი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით

საქართველო, თბილისი - 15:57 | 13.02.2018
ნანახია: 793

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა დაასრულოს „თეატრი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლასთან დაკავშირებით“.  

 „თქვენ ამბობთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვით. „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენი მებრძოლი გაანადგურეთ? ის, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდა, ახლა თურქეთს ებრძვის. არავის აქვს უფლება „ისლამური სახელმწიფო“ საბაბად გამოიყენოს. მოვიდა დრო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით თეატრი დასრულდეს, დროა,  ნიღბები მოიხსნათ“,- განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მან აღნიშნა, რომ თეთრმა სახლმა 550 მლნ დოლარი დახარჯა სირიელი ქურთების თავდაცვის გასაძლიერებლად. მისივე თქმით, აღნიშნული თანხა შესაძლოა 3 მლრდ დოლარამდე გაიზარდოს.

 „გვეუბნებიან: „თუ დაგვარტყამენ, მკაცრად ვუპასუხებთ“. ის, ვინც ამას ამბობს, ცხოვრებაში არასდროს გამოუცდია ოსმალეთის მუშტი“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე