ხმაური ერევნის მერიაში - მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს სცემეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:39 | 13.02.2018
ნანახია: 1194

ხმაური იყო ერევნის მერიაში -  სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატს, მარინა ხაჩატრიანს სცემეს.

სომხური მედიის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის ,,ერკირ ცირანის” წევრებმა შუშის ქილებით წყალი მიიტანეს, როგორც აღმოჩნდა ეს იყო სასმელი წყალი ერევნის ადმინისტრაციული რაიონიდან, ნუბარაშენიდან.

ფრაქციას რაიონში არსეებული წყლისა და კანალიზაციის პრობლემებზე საუბარი სურდა. 

როცა მარინა ხაჩატრიანმა სინჯი მერს მიაწოდა, უსაფრთხოების სამსახურმა მისი შეჩერება სცადა, ამავდროულად, მმართველი პარტიის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩხუბის გამო მერიაში დღევანდელი სხდომა შეწყდა. მოგვიანებით კი, ადგილზე მისულმა პოლიციამ სხდომათა დარბაზი ჟურნალისტებს დაატოვებინა. 

იხილეთ ვიდეო


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე