ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ადვოკატები დროის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ

საქართველო, თბილისი - 15:32 | 13.02.2018
ნანახია: 1076

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ადვოკატები ბრალდების მხრიდან დროის ხელოვნურად გაჭიანრურებაზე მიუთითებენ. საუბარია ტრანსოლოგიურ ექსპერტიზის შედეგებზე, რომელსაც დაცვის მხარე ითხოვს, რათა საქმეში დამოუკიდებელი ექპერტების ჩართვა მოახერხონ.

,,ვფიქრობ, ხელოვნურად ჭიანრუდება შედეგების წარდგენა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე 6 თვეში უნდა დადგეს განაჩენი. ბრალდების მხარე უნდა ცდილობდეს დროში მოესწროს აღნიშნული ექსპერტიზის პასუხების მოსვლა მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება სა ჩვენი ექსპერტიზა როგორ მოესწრება,არ ვიცით. მოგეხსენებათ, უცხოელი ექსპერტების მოწვევას და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ვაპირებთ, თუმცა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა. ვიდრე ეს ექპერტიზა არ დასრულდება და შედეგები არ გადმოგვეცემა, ალტერნატიულ ექსპერტიზას ვერ ჩავატარებთ. ამ ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს მგავარ კითხვაზე, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს - რამდენი დანა იყო გამოყენებული",- განაცხადა ჟურნალისტებთან ეკატერინე მაჭარაშვილმა.

დღევანდელი პროცესი ბრალდების მიერ წარდგენილი მოწმის დაკითხვით გაგრძელდება. წინა პროცესზე მისი დაკითხვა მხოლოდ ბრალდების მხარემ მოასწრო. დღვანდელ პროცესზე კი მოწმეს დაცვის მხარე დაკითხავს.

პროცესის დაწყებამდე პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი არ გაუკეთებია დაცვის მხარის ბრალდებაზე, რომ ბრალდების მხარე ექსპერტიზის შედეგების წარდგენას ხელოვნურად აჭიანურებს.

შეგახსენებთ,  ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით,პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს,რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე