Facebook-ი თავის თანამშრომლებს უთვალთვალებს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 13.02.2018
ნანახია: 924

Facebook-ი თავის თანამშრომლებს უთვალთვალებს, რათა კომპანიის შესახებ ზედმეტმა ინფორმაციამ პრესაში არ გაჟონოს. ამის შესახებ ჟურნალ Wired-ს სოციალური ქსელის რამდენიმე ყოფილმა და ახლანდელმა თანამშრომელმა განუცხადა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოცემის ჟურნალისტს სთხოვა ტელეფონი გამოერთო, რადგან მისი თქმით, სმარტფონით  Facebook-ი ორივეს ადგილსამყოფელს შეიტყობდა. კომპანიის თანამშრომლის თქმით, ეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან პრობლემებს შეუქმნიდა.

მსგავს პრობლემას Facebook-ის ნიუ-იორკის ოფისის ყოფილი თანამშრომელი ბენჯამინ ფირნოუც გადააწყდა.

მან თავის მეგობარს - პორტალ Gizmodo-ს ჟურნალისტს აჩვენა წერილი, რომელიც მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებს გაუგზავნა.

 ფირნოუს აზრით, წერილის შინაარსი ჟურანლისტისთვის სიანტერესო იქნებოდა. კომპანიის ხელმძღვანელი ხელქვეითებს Facebook-ის პოზიციას აცნობდა მოძრაობა Black Lives Matter-ის მიმართ. თანამშრომელმა სქრინშოტი გააკეთა და ფოტოები რეპორტიორს გაუგზავნა. შემდეგ კი კიდევ ერთ შიდა დოკუმენტს გადაუღო ფოტო.

მეორე დღეს ფირნოუმ მიიღო 30-მდე შეტყობინება. კომპანიის ხელმძღვანელები მისგან განმარტებას მოითხოვდნენ რატომ დაეკონტაქტა ჟურნალისტს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ფირნოუ სამსახურიდან დაითხოვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე