კონვერტი თეთრი ფხვნილით ჯულიან ასანჟმაც მიიღო

საქართველო, თბილისი - 14:30 | 13.02.2018
ნანახია: 857

დონალდ ტრამპის რძლის მსგავსად კონვერტი თეთრი ფხვნილით WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმაც მიიღო. მან ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დონალდ ტრამპი-უმცროსის მეუღლე საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც კონვერტი თეთრი ფხვნილით გახსნა. უცნაურია, რომ გასულ სამშაბათს მეც მივიღე ასეთი წერილი და ის დიმპლომატიურ პოლიციას გადავეცი. მარკა? ის ამერიკული იყო“, - წერს ასანჟი.

ტელეარხ Fox News-ის ცნობით, ვანესა ტრამპი უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კონვერტი გახსნა, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო მოთავსებული. გავრცელებული ცნობით, კონვერტი მისი ქმრის სახელზე იყო გაგზავნილი.მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმთრელობას საფრთხე არ ემუქრება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე