დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ შეატყობინებენ

საქართველო, თბილისი - 14:22 | 13.02.2018
ნანახია: 782

დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ განაცხადა, რომ  გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრები, სავარაუდოდ, ხვალ შეატყობინებენ.

,,გასვენება ხუთშაბათს არის დანიშნული და აუცილებლად უნდა დაიტიროს თავისი შვილი“, - განაცხადა ბრეგვაძემ. 
მისივე ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს არ გადაიყვანენ. 
„მას პალატაში არ გადაიყვანენ. პალატაში გადაყვანა არ გვინდა, რადგან მეტი მნახველი გამოჩნდება. გვირჩევნია წყნარად იყოს“, - განაცხადა  ბრეგვაძემ. 

დოდო გუგეშაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ დაკითხეს. მისი თქმით, მასსა და მისი შვილის მიმართ გასროლა ,,ქილერმა“ განახორციელა, რომლის მხოლოდ სავარაუდო ვინაობა იცის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე