სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:58 | 13.02.2018
ნანახია: 799

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება. მისი თქმით, ამის გარანტიას ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი იძლევა.

„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ცხრაწლიანი, მე ვიტყოდი, დიქტატურა, ტოტალური კონტროლი, და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. როგორ, რანაირად, – ეს დროის ფაქტორია, თუმცა მე ჩემი ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ერთი პოლიტიკოსის ბედი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში, გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე