ორლანდო ბლუმი და ქეთი პერი კვლავ ერთად არიან

საქართველო, თბილისი - 13:35 | 13.02.2018
ნანახია: 324

მსახიობმა ორლანდო ბლუმმა და მომღერალმა ქეთი პერიმ რომანტიკული დღეები მალდივებზე - Amilla Fushi Resort-ის კურორტზე გაატარეს. ვარსკვლავების გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ პერი სერიოზული ურთიერთობებისთვის არის განწყობილი.

მედიის ცნობით, მომღერალს ბლუმის დავიწყება არ შეუძლია, რომელთანაც ადრე რომანი ჰქონდა. ბლუმი და პერი ერთმანეთს 2017 წლის თებერვალში დაშორდნენ. ერთი წლის განმავლობასში ერთმანეთს მხოლოდ მაღალი წრის ღონისძიებებზე ხვდებოდნენ.

მანამდე ქეთი პერი აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში ბავშვების გაჩენა სურს. ის თავის სულიერ მდგომარეობაზე ზრუნავს, რომელმაც მის ოჯახზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

2017 წლის აგვისტოში პაპარაცებმა ბლუმი და პერი ლოს-ანჯელესში ედ შირანის კონცერტზე დააფიქსირეს.

ვარსკვლავები ბედნიერად გამოიყურებოდნენ. თუმცა არც ორლანდოს და რაც ქეთის ამ ფოტოსურათებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სექტემბერში ფოტორეპორტიორებმა ბლუმი და პერი კალიფორნიის ერთ-ერთ სანაპიროზეც შენიშნეს.

ვარსკვლავების თაყვანიმცემლები მათი შერიგებით აღფრთოვანებულნი არიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე