სააკაშვილი პოლონეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 13.02.2018
ნანახია: 1139

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს.
მისი თქმით, პოლონეთის შს სამინისტრომ მას ჰკითხა, აპირებს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას. „ვუპასუხე, რომ არანაირ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხ  NewsOne-ის ეთერში.

უკრაინის ხელისუფლებამ პოლონეთში გუშინ სააკაშვილის დეპორტაცია მოახდინა, საიდანაც ის შემოდგომაზე უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე