სააკაშვილი დახმარებას ევროკავშირსა და ანგელა მერკელს სთხოვს

საქართველო, თბილისი - 12:34 | 13.02.2018
ნანახია: 981

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მოუწოდებს დაეხმარონ უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„კიევის კაფეში თავს დამესხნენ ნიღბიანი ადამიანები. გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში ჩამომიყვანეს. ამ აქციის უკან დგას უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პოროშენკო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

 „თუ ევროკავშირი და უპირველესად კანცლერი ანგელა მერკელი ბოლოსდაბოლოს რაიმეს არ იღონებენ, უკრაინა დაინგრევა. პოროშენკო ანგრევს ამ ქვეყანას და სურს რაც შეიძლება შორს მომიშორს, რადგან მე ვავლენ კორუფციას“, - დასძინა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში კანონიერი გზით დაბრუნდება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე