ტრამპის რძალმა გახსნა კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო და საავადმყოფოში მოხვდა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 13.02.2018
ნანახია: 811

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟის დონალდ ჯონ- ტრამპი-უმცროსის მეუღლემ კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო, გახსნა და საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ლიდერის რძალმა ვანესა ტრამპმა მისი ქმრისთვის განკუთვნილი კონვერტი გახსნა.

40 წლის მოდელი და ხუთი შვილის დედა საავადმყოფოში უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს.

2016 წლის მარტში ტრამპის მეორე შვილს ერიკსაც გაუგზავნეს კონვერტი თეთრი ფხვნილითა და მუქარის შემცველი წერილით. მაშინაც გზავნილი მისმა ცოლმა ლარა იუნასკამ გახსნა. არცერთ მათგანს, ვინც კი კონვერტს შეეხო, მოწამვლისა და დაავადების ნიშნები არ დაფიქსირებიათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე