ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს და მისგან მხოლოდ თავი დატოვეს

საქართველო, თბილისი - 10:32 | 13.02.2018
ნანახია: 844

სამხრეთ აფრიკაში ბრაკონიერი ლომებმა შეჭამეს. ინციდენტი ლიმპოპოს ოლქში კრიუგერის ეროვნული პარკის შემოგარენში მოხდა.

მტაცებლებმა თავიანთი მსხვრეპლისგან მხოლოდ სხეულის რამდენიმე ფრაგმენტი დატოვეს.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, ლომების მსხვერპლი საფარი-პარკში უკანონოდ ნადირობდა, სადაც მას მტაცებლები თავს დაესხნენ და დაგლიჯეს. მათ ბრაკონიერი თითქმის მთლიანად შეჭამეს და მხოლოდ თავი და კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი დატოვეს.

პოლიციას მსხვრეპლის ვინაობა ჯერ არ დაუდგენია. ნაპოვნია სანადირო თოფი და საბრძოლო მასალები.

ბოლო წლებში ლიმპოპოს პროვინციაში ლომებზე უკანონო ნადირობა გახშირდა. მტაცებლების სხეულის ნაწილებს აფრიკასა და მის ფარგლებს გარეთ  ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე