ძალოვანები სააკაშვილს თმებით მიათრევენ - დაკავების კადრები (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:05 | 13.02.2018
ნანახია: 1265

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე მისი დაკავების ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც მას სამართალდამცველები თმებით მიათრევენ.  

სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანან ძალოვანები, რომლებიც კიევის ერთ-ერთი რესტორნის მომხმარებლებს იატაკზე აწვენენ. ამ კადრების შემდეგ სპეზრაზმელებს სააკაშვილი თმებით ავტომობილისკენ მიყავთ.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა პოლონეთში სააკაშვილის დეპორტაცია მოახდინა.

პოლონეთში ჩასვლის შემდეგ სააკაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ლეგალური გზით უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.








არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე