სააკაშვილის დეპორტაცია, შესაძლოა, ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოხდეს

საქართველო, თბილისი - 18:11 | 12.02.2018
ნანახია: 947

იხეილ სააკაშვილის დეპორტაცია შესაძლოა, ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოხდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციის პროცედურას დიდი დრო არ დასჭირდება, რადგან ამისთვის სასამართლო გადაწყვეტილება უკვე არის.

სააკაშვილი ცოტა ხნის წინ რესტორან ,,სულუგუნში” დააკავეს. დაკავებამდე, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის ქვეყნიდან შესაძლო გაძევებასთან დაკავშირებით განცხადება ავსტრიულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი არ არის უკრაინის მოქალაქე და ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს. პოროშენკოს თქმით, სააკაშვილმა დაარღვია უკრაინის კანონი და მისი ექსტრადირების საკითხზე საემიგრაციო და საზღვრის დაცვის სამსახურმა უნდა იმუშავოს.

ამასთანავე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივნმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან საერთო არაფერი აქვს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე