აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე პარლამენტი მომდევნო კვირაში იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 17:57 | 12.02.2018
ნანახია: 780

ბიუროს სხდომაზე 21-23 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მომდევნო სასესიო კვირაში, კანონმდებლები 50-მდე კანონპროექტზე იმსჯელებენ. ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, ხოლო ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს. 

სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლიზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის საკითხი დააყენა. მისი განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასურველია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მსჯელობა გაიმართოს. ოპოზიციონერი დეპუტატის წინადადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. „მომდევნო კვირაში თქვენი მხრიდან თუ იქნება ამ საკითხის გამოტანის სურვილი, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული საკითხის გატანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე