„თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ არქეოლოგიური კვლევა დასკვნით ეტაპზეა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 20.11.2015
ნანახია: 1839

„თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ისტორიულ ადგილზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დედაქალაქის არქეოლოგიური საბჭოს წევრებთან ერთად, „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა.

„თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიის კვლევა  საქართველოს ეროვნულმა მუზეუმისა და ილიას უნივერსიტეტის მონაწილეობით 2010 წელს დაიწყო. სამუშაოების შედეგად,  გორის თხემის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა ელინისტური ხანით, ჩვ. წ-მდე III-I საუკუნეებით, ქართლის (იბერიის) სამეფოს ადრეული ხანით დათარიღებული მარნის ნაშთები 5 ქვევრით. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მარანი ტაძრის ან სასახლის შემადგენელ სათავსოს წარმოადგენდა. „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ კვლევა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად 2015 წლის სექტემბერში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით განახლდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, თავმჯდომარე კი დედაქალაქის მერია. კვლევაში სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. წელს თბილისის მერიის ბიუჯეტიდან  4 არქეოლოგიური პროექტი დაფინანსდა  და ერთ-ერთი სწორედ „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებია. მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად არ შევცდით, როდესაც მხარი დავუჭირეთ მეცნიერებს, რომლებსაც ჰქონდათ მოსაზრებები და წინასწარი ინფორმაცია, რომ აქ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ბევრი საინტერესო აღმოჩენის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, ამ პროექტის მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ, რომ ეს ადგილი მომავალში ვიზიტორებისათვის მიმზიდველი და საინტერესო იყოს“,- განაცხადა  დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის მხარდაჭერით,2015 წელს არქეოლოგიური კვლევა კიდევ 3 ობიექტზე „შაჰტახტის“, წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა ტაძრისა და „საჯოგის ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე