შენ ჩემი ოჯახი და მეგობარი არ ხარ - კიმ კეტროლმა სარა ჯესიკა პარკერს შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 12.02.2018
ნანახია: 1627

რამდენიმე დღის წინ მსახიობ კიმ კეტროლის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: მისი ძმა გარდაცვლილი იპოვეს.

კიმს თანაგრძნობა მისმა კოლეგებმა ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“ გამოუცხადეს, თუმცა კეტროლმა მათი თანაგრძნობის მიღებზე უარი თქვა. მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერს შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა და განაცხადა, რომ მას ექს-კოლეგების სიყვარული და თანადგომა არ სჭირდება.

 „საკმარისია ჩვენი ტრაგედიის გამოყენება იმისათვის, რომ „საყვარელი გოგოს“იმიჯი აღადგინოს“, - განაცხადა კიმმა.

Instagram-ზე კიმ კეტროლმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ათობით გამოცემამ დაბეჭდა:

 „დღეს დედამ მკითხა: „როდის დაგანებებს ბოლოსდაბოლოს თავს ჯესიკა პარკერი, ეს თვალთმაქცი? შენი თანადგომის მცდელობები - მტკივნეული გახსენებაა იმისა, რა სასტიკი იყავი და ხარ. მე მკაფიოდ განგიმარტავ: შენ ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობარი არ ხარ. ასე, რომ საბოლოოდ გეტყვი: საკმარისია ჩვენი ტრაგედიის გამოყენება, იმისათვის, რომ „საყვარელი გოგოს“ იმიჯი აღიდგინო“ -მიმართავს კიმ კეტროლი სარა ჯესიკა პარკერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე